კომპანია „ზოოსტანდარტი“ დაარსდა 2020 წელს და წარმოადგენს პირველ ქართულ სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია B2B სეგმენტზე და სპეციალიზებულია შინაური ცხოველების საკვებისა და აქსესუარების სფეროში. კომპანიის ძირითადი მისიაა პარტნიორებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და სრულყოფილი, სწრაფი სერვისი. ჩვენი მთავარი უპირატესობაა ბაზარზე წარმოდგენილი მხოლოდ პრემიუმ და სუპერპრემიუმ კლასის, ექსკლუზიური ბრენდები, როგორებიცაა MONGE, GRANDORF, SCHESIR, COLLAR, MEALBERRY, TITBIT, FARM COMPANY და VETTY. თითოეული ბრენდი შერჩეულია საერთაშორისო აღიარების, სანდოობისა და უმაღლესი ხარისხის მიხედვით, რაც ჩვენს პარტნიორებს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შესთავაზონ საუკეთესო არჩევანი. „ზოოსტანდარტის“ ასორტიმენტში შედის 8 ბრენდის, 25 სავაჭრო ნიშნისა და 1500-ზე მეტი დასახელების პროდუქცია, მათ შორის ძაღლებისა და კატების, ფრინველებისა და მღრნელების საკვები, როგორც ყოველდღიური, ასევე სპეციალური სამკურნალო ხაზები, ასევე ჰიგიენის საშუალებები, აქსესუარები და სათამაშოები. კომპანია უზრუნველყოფს პროდუქციის სწრაფ მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონული წარმომადგენლობების საშუალებით. ჩვენ პარტნიორებად ვირჩევთ ზოომაღაზიებს, ვეტერინარულ კლინიკებსა და გრუმინგ სალონებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სავაჭრო ფართის ან ონლაინ პლატფორმის არსებობის მოთხოვნებს. „ზოოსტანდარტის“ გუნდს წარმოადგენენ დარგის წამყვანი პროფესიონალები, რომლებსაც ათწლეულების გამოცდილება აქვთ და ორიენტირებულნი არიან მუდმივ განვითარებასა და პარტნიორების წარმატებაზე. ჩვენი მთავარი ღირებულება მომხმარებლების შინაური ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაა. ამიტომაც, მუდმივად ვზრუნავთ ახალი, საინტერესო პროდუქტების დანერგვაზე და ასევე, ვგეგმავთ სასწავლო სემინარებსა და შემეცნებით პროგრამებს პარტნიორებისთვის. „ზოოსტანდარტი“ აქტიურად განაგრძობს ინვესტირებას მომხმარებლის ცოდნისა და ინფორმირებულობის ამაღლებაში.
ძაღლი | კატა | თევზი | ჩიტი | ქვეწარმავლები
პროდუქცია არის 100% ნატურალური უმაღლესი ხარისხის
ახალი პროდუქცია
ზოოსტდანარტი მაქსიმალურად იღებს მონაწილეობას სოციალური პასუხისმგებლობის დაცვაში
ჩვენი საკურიერო მომსახურება უზრუვნეყლოფს პროდუქტის უხარვეზოდ მიწოდებას მითითებულ ვადებსა და კონდიციაში


ტექსტი
.........

ტექსტი

ტექსტი

ტექსტი

ტექსტი
ტექსტი
