აღწერა
MONGE / Monge Grill Kitten Cat Chunkies in Jelly Rich in Salmon
კნუტებისთვის განკუთვნილი სრულფასოვანი საკვები, სპეციალურად შემუშავებული ჩვენი ოთხფეხა მეგობრების გემოვნების რეცეპტორების დასაკმაყოფილებლად. ჟელეში მოთავსებული ნაჭრები, ხასიათდება მკვრივი ტექსტურით და თევზისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო არომატით. ნორვეგიული ორაგული, როგორც მთავარი ინგრედიენტი, მდიდარია ომეგა-6 და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით და ხელს უწყობს ჯანსაღი კანისა და ბეწვის შენარჩუნებას. დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA), ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა, მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებაა კნუტების ნევროლოგიური და მხედველობის განვითარებისთვის. რეცეპტი ასევე მზადდება მარცვლეულის გამოყენების გარეშე.